16 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
შერმადინმა 26 ქულა მოაგროვა და ტურის MVP-ის მოგების შანსი აქვს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ანდორამ, რომლის ღირსებასაც ქართველი გიორგი შერმადინი იცავს, ხუვენტუდი 96:65 დაამარცხა.

შერმადინი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არათუ ამ მატჩში, ზოგადად, მთელი ტურის მატჩებში გამორჩეული იყო. დიდი შანსია, შერმადინი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდეს, რადგან მისი ზოგადი მონაგარი ტურში აქამდე გამართულ ყველა მატჩში საუკეთესოა.

12 მოგებითა და 18 მარცხით ანდორა სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება.

 

წყარო: GBF

დღის ამბები