16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ლესტერი ინგლისის ჩემპიონია

ოფიციალურად - ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული ლესტერ სიტი გახდა.

რამდენიმე წუთის წინ ლესტერული კლუბის უშუალო კონკურენტმა, ტოტენჰემმა ლონდონურ დერბიში ჩელსისთან ფრედ 2:2 ითამაშა და დარჩენილ 2 ტურში ლესტერს ვეღარ დაეწევა.

კლაუდიო რანიერის მიერ გაწვრთნილმა ლესტერმა 77 ქულა დააგროვა და მეორე ადგილოსან ტოტენჰემს 7 ქულით უსწრებს.

მელიების ფეხბურთელები ჩელსი-ტოტენჰემის დაპირისპირებას ჯეიმი ვარდის სახლში უყურებდნენ და ჩემპიონობაც იქვე აღნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ სეზონის დაწყების წინ კლუბის შანსებს წამყვანი ბუქმეიქერები 5000-1 ერთზე აფასებდნენ. და კიდევ ერთი ფაქტი - ლესტერის ფეხბურთელების საერთო ღირებულება ამ მომენტისთვის 95 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც მხოლოდ მე-12 მაჩვენებელია. შედარებისთვის, მანჩესტერ სიტის ფასი 376 მილიონი გირვანქაა.

დღის ამბები