დღეს ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. მიუნხენის ბაიერნი მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლებს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. ბაიერნს ფინალში გასასვლელად მეტოქის 2 ბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდება.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანული კლუბის მთავრმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ფეხბურთელებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
"არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენ გოლს გავიტანთ. ჩვენ თავი კარგად უნდა დავიცვათ და მატჩი ვაკონტროლოთ. ატლეტიკოს შესანიშნავი დაცვა ჰყავს, თუმცა მადრიდელები კონტრშეტევაზე ძალიან საშიშები არიან. ერთი შეცდომაც კი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს,"-განაცხადა გვარდიოლამ.
ატლეტიკოს მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე კი მოგების სურვილს გამოთქვამს, თუმცა არგენტინელის თქმით, ატლეტიკოს მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - ფინალში გასვლა.
გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს UEFA-ს მიხედვით;
ბაიერნი - ნოიერი, ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა, ალონსო, დუგლას კოშტა, მიულერი, ვიდალი, რიბერი, ლევანდოვსკი.
ატლეტიკო - ობლაკი, ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუისი, საულ ნიგეზი, გაბი, აუგუსტო, კოკე, გრიზმანი, ტორესი.
შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.