ჟოზე მოურინიომ, რომელიც 2 მაისამდე პრემიერლიგის მოქმედ გამარჯვებულ მწვრთნელად ითვლებოდა, ლესტერ სიტის და მის დამრიგებელს, კლაუდიო რანიერის წარმატება მიულოცა.
"მე მინდა ყველას მივულოცო, ვინც ლესტერთან არის დაკავშირებული. მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, პერსონალს, კლუბის მფლობელებს და გულშემატკივრებს. მე დავკარგე ჩემი ტიტული და ის რანიერიმ მოიპოვა. იტალიელს თავის კარიერაში ყველაზე გამორჩეული მომენტი უდგას," -განაცხადა მოურინიომ.
ინგლისურმა მედიამ კი ის ფაქტი გაიხსენა, როდესაც 2004 წელს ჩელსის მწვრთნელად მოურინიომ შეცვალა რანიერი. მაშინ იტალიელი სპეციალისტს პორტუგალიელმა "იუღბლო მწვრთნელი" უწოდა.
წყარო: goal.com