პირველად, კარიერაში, გიორგი შერმადინი ესპანეთის უმაღლესი ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ქართველმა ცენტრმა 30-ე ტურის მატჩში ანდორა ხუვენტუდის დაპირისპირების დროს გამორჩეული მატჩი ჩაატარა.
შერმადინმა 26 წუთი ითამაშა და 26 ქულა, 5 მოხსნა მოაგროვა. ქართველ კალათბურთელს მთლიანობაში 36 მარგი ქმედების კოეფიციენტი დაუგროვდა და ამის წყალობით ის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე კარიერაში პირველად გავხდი და ამით ძალიან გახარებული ვარ. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის - თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს. აქამდე რამდენიმე ცუდი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ხუვენტუდთან ყველამ კარგად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ყველა კმაყოფილია და ასე უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა შერმადინმა.
წყარო: GBF