საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ოთხმა კლუბმა ლიცენზია ვერ აიღო.
ფეხბურთის ფედერაციამ 20 კლუბის განაცხადი განიხილა და გაგრას, ვიტ ჯორჯიას, ლიახვსა და ოდიშს ლიცენზირებაზე უარი უთხრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდები ჩემპიონატში ვერ ითამასებენ. კლუბებს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 10 მაისამდე აქვთ.
შვიდმა კლუბმა დინამო თბილისმა, დილამ, სამტრედიამ, ჩიხურამ, სიონმა, საბურთალომ და ლოკომოტივმა, უეფას და ეროვნული ლიცენზია მიიღეს. დანარჩენმა 9 გუნდმა კი მხოლოდ ეროვნული ლიცენზიის პირობები დააკმაყოფილა.