ქართველი მებრძოლი, დავით შველიძე, რომელმაც წესების გარეშე ბრძოლაში 136 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარი მოიგო, ტიტულის დასაცავად ემზადება.
21 მაისს, შველიძე მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფ გერმანელ ბიორნ შმაიდელბერგს შეხვდება. ბრძოლა ხუთი რაუნდი გაგრძელდება. შველიძე თბილისში რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდა.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენი რამდენიმე თვის წინ მოპოვებულ ქამარს შეინარჩუნებს.