მადრიდის რეალი მეორე ფინალისტია. სამეფო კლუბმა მანჩესტერ სიტის უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი გარეთ ბეილმა მე-20 წუთზე გაიტანა. რეალი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და ანგარიშის გასაზრდელად რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ჰქონდა. სიტიმ კი თამაში აშკარად ჩააგდო და შედეგად ფინალში მადრიდული დერბი გაიმართება - 2013 წლის მსგავსად ევროპის საუკეთესო გუნდს რეალი და ატლეტიკო გამოავლენენ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს მილანში, სან სიროზე გაიმართება.