16 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
რონალდოს ხელით გატანილი გოლი სოციალური ქსელის ხუმრობის თემა გახდა

მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანომ რონალდომ, მანჩესტერ სიტისთან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ბურთი კარში ხელით მოათავსა. მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი შეამჩნია და რა თქმა უნდა გოლი არ ჩათვალა. რონალდოს თავითაც რომ დაერტყა, მანამდე პორტუგალიელზე თამაშგარე იყო დაფიქსირებული.

ეს მომენტი სოციალური ქსელის ხუმრობის მთავარ ობიექტად იქცა. მომხმარებლები რონალდოს NBA-ს მოთამაშედ ასახელებენ და ყველა ვარსკვლავის მატჩის "ჩატენვების კონკურსის" გამარჯვებულად თვლიან.

მადრიდის რეალმა სიტი 1:0 დაამარცხა და ფინალში ატლეტიკოს დაუპირისპირდება.

 

წყარო: Twitter.com

დღის ამბები