დღეს, საღამოს ევროპის ლიგის ფინალისტების ვინაობა გაირკვევა. ლივერპული ენფილდზე ვილიარეალს უმასპინძლებს, სევილია კი დონეცკის შახტარს.
ლიპერპული-ვილიარელის პირველი დაპირისპირება ესპანელებმა მოიგეს, ადრიან ლოპესის მიერ დამატებით დროში გატანილი ერთადერთი ბურთით. ვილიარეალის წაუგებელი სერია უკვე 12 მატჩამდე გრძელდება და 280 წუთია კარს მშრალად ინახავს. ბრიტანელებმა კი ბოლო 11 თამაშში, მხოლოდ ერთხელ არ გაუშვეს ბურთი. ვილიარეალი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ინგლისელებს კი მთელი რიგი ფეხბურთელები დააკლდებათ: ორიჯი, ჰენდერსონი, როსიტერი, ინგსი და გომესი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ ვიხილავთ სახოსაც.
მეორე ნახევარფინალში სევილია რამონ სანჩეს პისხუანზე დონეცკის შახტარს მიიღებს. პირველი შეხვედრა ლვოვში 2:2 დასრულდა. ესპანელების ლაზარეთში მოხვდნენ კრონ დელი და რეიესი, ხოლო უკრაინელთა შემადგენლობაში მუხლის ტრავმის გამო, მხოლოდ აზევედო ვერ ითამაშებს, თუმცა საეჭვოა ასევე გლადკისა და დენტინიოს გამოსვლაც. სევილია უკრაინულ კლუბებს სულ 6-ჯერ დაუპირისპირდა და აქედან 4 შემთხვევაში გაიმარჯვა და ორიც ფრედ დასრულდა.
ევროპის ლიგის ფინალი 18 მაისს ბაზელის სანკტ იაკობ პარკზე შედგება.