ტრაგიკული შემთხვევა მოხდა რუმინეთის საფეხბურთო ჩემპიონატში, დინამო ბუქარესტი-ვიიტორულის შეხვედრის დროს.
დინამოს კამერუნელ ფეხბურთელს, პატრიკ ეგენკს, მოედანზე გამოსვლიდან 7 წუთში კარდიოგენული შოკი განუვითარდა, რაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოებისთვის სისხლის არაადეკვატურად მიწოდებას, სისხლის მიმოქცევის მოშლას გულისხმობს. 26 წლის თავდამსხმელი სასწრაფო დახმარების მანქანით სავაადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
26 წლის პატრიკ ეგენკს კარიერის განმავლობაში ესპანურ კორდობაში, შვეიცარიულ ლოზანაში და ფრანგულ ლე-მანში უთამაშია. ასევე, ეგენკს კამერუნის ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.
წყარო: Eurosport