ტურინის იუვენტუსმა კლუბის მთავარ მწვრთნელთან, მასილინიანო ალეგრისთან, კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ალეგრი ბებერ ქალბატონში 2018 წლის სეზონის ბოლომდე დარჩება. იტალიელი მწვრთნელის ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წელს გასდიოდა.
ალეგრი იუვენტუსის მთავარ მწვრთნელად 2014 წელს დაინიშნა და გუნდთან ერთად 2 სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო. ასევე, ალეგრის ხელმძღვანელობით ტურინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა, სადაც ბარსელონასთან დამარცხდა.