მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ერთ-ერთ ესპანურ რადიოსთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გაწვრთნილი ატლეტიკო ისტორიაში თავის გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს.
"რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ ისტორიაში ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს. ჩვენ ხალხს ვაჩვენებთ, რომ მათაც შეუძლიათ მცირე რესურსით მიაღწიონ წარმატებას. ბარსელონა, რეალი და ბაიერნი საუკეთესო გუნდები არიან, მაგრამ ფრთხილად იყავით, რადგანაც ჩვენ აქ ვართ. ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ ფინალამდე მისვლა, ჩვენ ტიტულის მოგება გვსურს. საჭიროა, რეალთან მატჩს შესანიშნავ ფორმაში შევხდეთ, ამისთვის კი ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს ვიმუშავებთ," - განაცხადა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალს დაუპირისპირდება. მატჩი 28 მაისს გაიმართება. პარალერულად როხიბლანკო ესპანეთის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. ლა ლიგის დასულებამდე 2 ტურით ადრე ატლეტიკოს ბარსელონასთან თანაბარი ქულები აქვს, თუმცა ბლაუგრანა ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის გამო ფლობს უპირატესობას.
წყარო: sport-english.com