თბილისის ძველ სპორტის სასახლეში შერეულ ორთაბრძოლებში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატი გაიმართა.
ტურნირი თბილისში უკვე მეორედ ჩატარდა და ის ტრაგიკულად დაღუპული მებრძოლის, გურამ გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. საქართველოს სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის ხუთმა მებრძოლმა იასპარეზა.
გამარჯვებულები 12 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.