პსჟ-ს იტალიელი ნახევარმცველი, მარკო ვერატი, ტრავმის გამო საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ვერატის საზარდულის დაზიანება აქვს და ფეხბურთელს ოპერაციას 16 მაისს გაუკეთებენ. იტალიელის სარეაბილიტაციო კურსი ორი თვე გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაშს ვერ შეძლებს.
მიმდინარე სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა პსჟ-ს რიგებში 28 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომევროპის პირველობა საფრანგეთში 10 ივნისს დაიწყება და 10 ივლისამდე გასტანს. ჯგუფში იტალიის ნაკრების მეტოქეები იქნებიან; ბელგია, ირლანდია და შვედეთი.