16 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
საქართველოს წყალბურთელთა 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

საქართველოს წყალბურთელთა 19 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ქართველმა წყალბურთელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგეს. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი კი დღეს ფინეთის ნაკრებთან გამართეს და მოწინააღმდეგე 23-4 დაამარცხეს.

ევროპის ჩემპიონატი სექტემბერში, ჰოლანდიაში გაიმართება.

 

ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

დღის ამბები