16 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა - ლესტერმა დამაჯერებლად მოიგო და თასი აღმართა

ლესტერ სიტიმ ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონის რანგში პირველი შეხვედრა გამართა. მელიებმა საშინაო მოედანზე ევერტონს უმასპინძლეს და თავის გულშემატკივრებს კიდევ ერთი ზეიმის საშუალება მისცეს. 3:1 ლესტერის სასარგებლოდ.

შეხვედრის დაწყებამდე სპეციალურად დრევანდელი საღამოსთვის ანდრეა ბოჩელიმ იმღერა, რომელიც კლაუდიო რანიერის ახლო მეგობარია. საზეიმო გახსნის შემდეგ ლესტერულმა კლუბმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მე-5 წუთზე ჯეიმი ვარდიმ რიგით 23-ე გოლი გაიტანა. პირველივე ტაიმში ენდი კინგმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩის მეორე ნახევარში ვარდიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და დუბლი გაიფორმა. ინგლისელს ჰეთ ტრიკის შესრულების შანსიც ჰქონდა, მაგრამ 70-ე წუთზე დარტყმული პენალტი კარს ააცილა. მატჩის ბოლოს ევერტონის მხრიდან თავი მირალესმა გამოიჩინა.

მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და ჩემპიონებს კუთვნილი თასი გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ლესტერი პრემიერლიგის ჩემპიონი პირველად გახდა და გუნდის ისტორიულ წარმატებაზე სულ მალე ფილმსაც გადაიღებენ.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები