რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო სეზონის დასრულებამდე სამი კვირით ადრე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრაზილიურ ტატამზე სრული შემადგენლობით გამოსვლა პრაქტიკულად გაინაღდა.
100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე, ბექა ღვინიაშვილმა, ბაქოში 6 შეხვედრა ჩაატარა, ექვსივე მოიგო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ღვინიაშვილმა ფინალში უნგრელი, მიკლოშ კირჟენიკსი 36 წამში იპონით დაამარცხა.
სამწუხაროდ, ტურნირზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს სხვა ქართველმა ძიუდოისტებმა: თორნიკე ჯუღელმა, უშანგი მარგიანმა, ლაშა ტაველურმა, ლევან მატიაშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა.