რომას ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, გასულ უქმეებზე გუნდის რიგებში მე-600 მატჩი ჩაატარა. ტოტი მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა და თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ფრანჩესკო სერია A-ში ჩატარებული მატჩების მხრივ, მხოლოდ პაულო მალდინის (647) და ხავიერ ძანეტის (615) ჩამორჩება. ტოტი რომას შემადგენლობაში 1991 წლიდან გამოდის. კაპიტანის ანგარიშზე სერია A-ში 248 გოლი და 150 შედეგიანი გადაცემაა.
გასულ კვირას დედაქალაქური კლუბის ლეგენდამ გუნდთან ახალი 7 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, აქედან 1 წელი ტოტი მოქმედი ფეხბურთელი იქნება, შემდეგ კი ერთ-ერთი დირექტორის პოსტს დაიკავებს.
რომამ კიევოს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
წყარო: Eurosport