ესპანეთის უმაღლესი ლიგის გასული ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული ქართველი კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, იგივე ტიტულის მოგების უმთავრესი კანდიდატია.
შერმადინმა ანდორა-ლაბორალ კუჩას შეხვედრაში მოედანზე 25:31 წუთი გაატარა და 27 ქულა, 11 მოხსნა, 2 დაფარება, 1 ჩაჭრა მოაგროვა. ანდორა კი საკუთარ მოედანზე მეტოქესთან 91:99 დამარცხდა.
12 მოგებითა და 19 მარცხით ანდორა ცხრილში მე-12 ადგილს ხუვენტუდთან იყოფს.
*შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ლაბორალ კუჩას ქართველ კალათბურთელ, თორნიკე შენგელიას, რომელიც ფეხბზე ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურს გადის.
წყარო: GBF
ფოტო: არქივი