ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეოთხედფილანში კლივლენდმა ატლანტას სერიაში უშანსოდ, 4:0 მოუგო.
გუნდებს შორის გამართულ მეოთხე მატჩში კლივლენდმა მეტოქე მინიმალური სხვაობით 100:99 დაამარცხა და ნახევარფინალში ტორონტო-მაიამის შორის გამარჯვებულს შეხვდება.
შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი კევინ ლავი გახდა, რომელმაც 27 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ლებრონ ჯეიმსმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 27 ქულა, 10 მოხსნა.
დასავლეთ კონფერენციაში კი ოკლაჰომამ სან ანტონიო 11:97 დაამარცხა და სერიაში ანგარიში შეამცირა - 1:2.