ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 37 ტურში მადრიდის რეალმა ვალენსიას უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
მეორე გოლის ეპიზოდში კარიმ ბენზემამ თამაშგარე მდგომარეობიდან დაარტყა კარის მიმართულებით ბურთი კი მეკარემ მოიგერია, გვერდითმა მსაჯმა ალამი არ ასწია და ეპიზოდი გაგრძელდა. რამდენიმე წამში ბურთი კვლავ ბენზემას მიუვიდა და ფრანგმა თავდამსხმელმაც აშკარა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა კი გოლი დაგვიანებით ჩათვალა და ეს გადაწყვეტილება ფეხბურთელებისთვისაც მოულოდნელი იყო. მომენტის განმეორებით ნახვისას აღმოჩნდა, რომ თავად ბენზემაც არ ელოდა მისი გოლის ჩათვლას. შეხვედრის მთავარი არბიტრი, დავიდ ფერნანდესი, შეცდომაში ვალენსიას წაქცეულმა ფეხბურთელმა შეიყვანა, თუმცა ფრანგის გოლი ნამდვილად არ იყო ჩასათვლელი.