მადრიდის რეალის ლიდერმა, კრისტიანო რონალდომ, სამეფო კლუბის შემადგენლობაში სანტიაგო ბერნაბეუზე მე-200 გოლი გაიტანა. ამისთვის რონალდოს 171 ჩატარებული შეხვედრა დასჭირდა.
პორტუგალიელმა ვალენსიასთან შეხვედრაში ანგარიში 26-ე წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კი დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონი რონალდოსთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან რეალის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. პორტუგალიელმა რაულის მიღწევა გააუმჯობესა.
წყარო: Eurosport