16 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ესპანიოლის მეკარემ ბარსელონას ფეხბურთელს კვლავ ეუხეშა და პასუხიც მიიღო

ესპანეთის ჩემპიონატის 37-ე ტურში კატალონიურ დერბიში კიდევ ერთი არასპორტული ფაქტი დაფიქსირდა.

ესპანიოლის მეკარე, პო ლოპესი, ბარსელონას ფეხბურთელს კვლავ დაუპირისპირდა. მეკარემ ლუის სუარესისთვის ფეხის დაბიჯება განიზრახა, რასაც ურუგვაელის მხრიდან საპასუხო ქმედება მოჰყვა და ლოპესი წააქცია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პო ლოპესი ბარსელონას ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად თამაშოს. მიმდინარე წლის 8 იანვარს, სათასო შეხვედრაში მეკარემ ლიონელ მესის ფეხზე დააბიჯა და იგივე ლუის სუარესს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

შეხვედრა ბარსელონას გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები