დალას მავერიქსის ქართველმა და გერმანელმა ლეგიონერებმა, ზაზა ფაჩულიამ და დირკ ნოვიცკიმ, თავისუფალი დრო ერთად გაატარეს და ჩოგბურთი ითამაშეს.
ვიდეო ფაჩულიამ სოციალურ ქსელში ატვირთა და შემდეგნაირად დაასათაურა - "ზაზა ჯოკოვიჩი VS დირკ ნადალი".
უცნობია ვინ გახდა მეგობრული დაპირისპირების გამარჯვებული.
წყარო: ზაზა ფაჩულიას Facebook-ის ოფიციალური გვერდი.