საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო გუნდის ვინაობა 15 მაისს გაირკვევა. წინა სეზონის მსგავსად, დიდ ფინალში ერთმანეთს თბილისის გუნდები, ლელო-სარასენსი და ლოკომოტივი დაუპირისპირდებიან.
ლოკომოტივმა წლის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ასპარეზობის უფლება მცირე ფინალში გამარჯვებით მოიპოვა. თემურ ბენდიაშვილის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ავჭალაში მდებარე მორაგბეთა სტადიონზე გორის ჯიქი 11:3 დაამარცხა.
ლელო-სარასენსმა კი რეგულარული გათამაშება მოიგო, შესარჩევი ფინალიც და დიდ ფინალში ითამაშებს.
შეხვედრა 15 მაისს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.