16 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კრიშტიანო რონალდოს საუკეთესო ფრაზები

დღეს კრიშტიანო რონალდო  ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. პორტუგალიელი 3 ოქროს ბურთის და 4 ოქროს ბუცის მფლობელია.

რონალდო მადრიდის რეალის, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

გთავაზობთ გამორჩეული ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს:

*ყოველი სეზონი ახალი გამოწვევაა ჩემთვის. მე ყოველთვის ვცდილობ განვითარებას. თამაშის ხედვით, გოლებით, შედეგიანი გადაცემებით და ა.შ.

*მეც მაქვს ჩემი ნაკლი, მაგრამ მე ვარ პროფესიონალი, რომელსაც ეზიზღება დამარცხება.

*მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შვილის ყოლაა.

*ფეხბურთში მე არ მყავს მეგობრები. და საერთოდ, ადამიანები, რომლებსაც ვენდობი, ძალიან ცოტაა. უმეტესი დრო მე მარტო ვარ.

*არსებობს ხალხი, რომლებიც მე ვერ მიტანენ და პირადული ხასიათის შეურაცხყოფას მაყენებენ. ესეც ჩემი წარმატების ნაწილია. მე ვცდილობ საუკეთესო ვიყო.

*ვფიქრობ, რომ ხანდახან საუკეთესო ვარჯიში უბრალოდ დასვენებაა.

*მე მიყვარს მანჩესტერი - ეს უკვე ბევრჯერ მითქვამს. იუნაიტედი მუდამ ჩემ გულში დარჩება.

*არ ვღელავ იმაზე, რომ ზოგიერთებს ვძულვარ, ეს მე მაძლიერებს.

*გამარჯვება - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

*მე მარტო ვერ შევცვლი მსოფლიოს უკეთესობისკენ, შენ მარტო ვერ შეძლებ იგივეს გაკეთებას, მაგრამ ჩვენ ორივეს შეგვიძლია რაღაცის გაკეთება - სხვების დახმარება. ეს მარტივია.

*მამაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თუ გაჭირვებულ ხალხს დავეხმარებოდი, ღმერთი ყველაფერს ორმაგად დამიბრუნებდა. და მართალიც იყო. როდესაც მე ვეხმარები, ღმერთი ამას უფრო მეტად მიფასებს.

*ხალხი ფიქრობს, რომ მე კარგად მიცნობს, თუმცა ცდებიან. მე კეთილი და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. ადამიანი, რომელიც ზრუნავს სხვებზე და რომელსაც სურს სხვებს დაეხმაროს.

*მალმოსთან მატჩის შემდეგ რაულმა შეტყობინება მომწერა და წარმატება მომილოცა. დარწმუნებული ვარ, ისიც ბედნიერია ჩემი მიღწევით - რონალდოს განცხადება მადრიდის რეალის საუკეთესო მეგოლედ გახდომის შემდეგ. (პორტუგალიელმა რაულის შედეგი გააუმჯობესა)

*როდესაც მამა ცუდად იყო და ლონდონის სავადმყოფოში იწვა, მაშინ ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდა ჩემპიონთა ლიგაზე. მივედი მწვრთნელთან და ვუთხარი: ბოს, თავს ცუდად ვგრძნობ, მინდა მამასთან ერთად ვიყო. მან კი მიპასუხა - შენ შეგიძლია წახვიდე რამდენი დღითაც გსურს. მე მომენატრები, რადგან მნიშვნელოვანი ხარ ჩვენთვის, მაგრამ მამა პირველ ადგილზეა. ფერგიუსონი ჩემი საფეხბურთო მამა იყო.

*მე მესის ვუყურებ არა როგორც მოწინააღმდეგეს, არამედ ადამიანს, რომელიც უკეთესს მხდის და ასევე, მეც ანალოგიური გავლენა მაქვს მასზე.

*მომბეზრდა ჩემს მომავალზე საუბარი. არასდროს უარვყოფდი, რომ ერთხელაც ამერიკაში თამაში მსურს. არც ერთ ქვეყანას არ ვარ მიჯაჭვული და მსურს ძალები MLS-ის ლიგაში მოვსინჯო, თუმცა ამაზე ჯერ სერიოზულად არ ვფიქრობ.

*მისტერ ანჩელოტი ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. თავიდან მე ველოდებოდი, რომ კარლო მკაცრი ადამიანი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ანჩელოტი დიდ დათვს ჰგავს - ის სასიამოვნო გარეგნობის და მგრძნობიარე ბუნების ადამიანია. ყველა ფეხბურთელს ვუსურვებ ერთხელ მაინც იმუშაოს ანჩელოტისთან ერთად, ის შესანიშნავი ადამიანი და მწვრთნელია.

*მე და მესის ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ბოლო წლებში ჩვენ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. როდესაც ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ვიყავით მესიმ და ნეიმარმა ინგლისური ენა არ იცოდნენ, ამიტომ მე მათი თარჯიმანი ვიყავი. ცერემონიის შემდეგ მე მათ ვუთხარი, რომ გაწეული სამსახურისთვის გადამიხდიდნენ.

*მე ვიცი, რატომ გაითამაშა მესიმ პენალტი, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით არაფერს არ ვიტყვი. რაც გინდათ ის იფიქრეთ.

*მე მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, თუმცა ფერდინანდს, გიგზს და სქოულზს ვარჯიშის დაწყების წინ უბრალოდ ვესალმებოდი და მუშაობას ვიწყებდით. ვახშამი, გადაკოცნა და ჩახუტება არაფერს არ ნიშნავს. თუ ბეილი ჩემს სახლში ივახშმებს, ეს არ ნიშნავს, რომ უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ.

*თანაგუნდელები ჩემს დონეზე რომ იყვნენ, მაშინ რეალი პირველ ადგილზე იქნებოდა. არ მინდა რომელიმე ფეხბურთელს შურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ მე მომწონს პეპესთან, ბენზემასთან, ბეილთან, მარსელოსთან ერთად თამაში. თუ რომელიმეს ტრავმა აქვს ეს გუნდზე ცუდად აისახება.

*დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთის ისტორიაში შევალ. ეს ხალხს მოეწონება თუ არა სხვა საკითხია, თუმცა ჩემი სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. მომავალში მე ლეგენდების გვერდით ვიდგები. ჩემი თამაშით მე უკვე გარანტირებული მაქვს ფეხბურთის ისტორიაში შესვლა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ განსაკუთრებული ვიყავი, მე ჩემ თავს ლეგენდობისთვის ვამზადებდი. ვიცოდი, რომ ტალანტი მქონდა.

 

წყარო: brainyquote.com

დღის ამბები