გამოთხოვება სტადიონ აპტონ პარკთან და ჩემპიონთა ლიგასთან. ეს ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრის მოკლე რეზიუმეა.
მატჩი 45 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ვესტ ჰემის გულშემატკივრები იუნაიტედის ავტობუსს თავს დაესხნენ. ნასვამი მხარდამჭერები ავტობუსს სხვადასხვა საგნებს და ლუდის ბოთლებს ესროდნენ, ჩაიმსხვრა მინები და რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციას აგრესიული ფანების გასანეიტრალებლად დამხარე ძალის გამოძახება დასჭირდა. იუნაიტედის ფეხბურთელები კი ავტობუსის იატაკზე იწვნენ.
სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარმა თავისი მუხტი მინდორზე გადაიტანა და მაყურებელმა უშეღავათო ბრძოლა იხილა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი დიაფრა სახოს გოლით მოიგეს, რომელმაც მე-10 წუთზე შეძლო გატანა. ლონდონელები მეორე ნახევარშიც მეტოქეზე უკეთ თამაშობდნენ, მაგრამ 51-ე და 72-ე წუთზე ენტონი მარტიალმა საკუთარი შანსები გამოიყენა და წითელი ეშმაკები დააწინაურა, თუმცა ვესტ ჰემმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. 76-ე წუთზე დიმიტრი პაიეს მშვენიერ ჩაწოდებას მიხაილ ანტონიოს ზუსტი თავური მოჰყვა. მალევე ფრანგი ნახევარმცველის გადაცემით უინსტონ რიდმა ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა მანჩესტერელთა კარში. 3:2 ჩაქუჩების სასარგებლოდ.
ეს ბოლო მატჩი იყო, რომელიც აპტონ პარკზე გაიმართა. საფეხბურთო არენის 112 წლიანი ისტორია დასრულა. მომდევნო სეზონიდან ვესტ ჰემი ლონდონის ოლიმპიურ მოედანზე ითამაშებს. იუნაიტედმა კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხედრის შანსები ძალიან შეიმცირა.