2 დღის წინ მიუნხენის ბაიერნმა პორტუგალიური ბენფიკასკან 18 წლის ფეხბურთელის, რენატო სანჩესის, ტრანსფერის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხდა. იმ შემთხვევაში თუ სანჩესი ახალ კლუბში წარმატებულად იასპარეზებს, ბენფიკა ბონუსის სახით კიდევ 45 მილიონს მიიღებს.
ამის შემდეგ კი უცხოურ მედიაში ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. 2014 წელს ბენფიკას სკაუტებმა სანჩესი აგიაშ მუსგეირას აკადემიაში აღმოაჩინეს. მაშინ ბენფიკამ ფეხბურთელის სანაცვლოდ მუსგეირას საფეხბურთო სკოლას 25 ბურთი უსახსოვრა, 2 წლის შემდეგ კი სანჩესი პოტენციურ 80 მილიონ ევრო გაყიდა.
წყარო: Eurosport