პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, თავის მომავალზე კომენტარი გააკეთა. მოურინიოს თქმით, ის ზაფხულში დაუბრუნდება ფეხბურთს.
"რა თქმა უნდა მენატრება ჩემი საქმე, მაგრამ ივლისში დაბრუნდები. ახლა მაისია, ასე რომ სულ ცოტა დრო რჩება. ამჟამად თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ და ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებ. მანჩესტერ იუნაიტედი? - არ ვიცი, ამ თემასთან დაკავშირებით მართლა არაფერი არ ვიცი," - განაცხადა განსაკუთრებულმა.
ჟოზე მოურინიო ლონდონის ჩელსიმ 2015 წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მას შემდეგ პორტუგალიელი მწვრთნელი უმუშევარია. უცხოური მედია მოურინიოს სახელს მანჩესტერ იუნაიტედთან აკავშირებს.
წყარო: bigstory.ap.org