eBay-ზე ლესტერის სტადიონიდან, კინგ პაუერიდან, აღებული ჰაერი იყიდება. 1 ლიტრიან ქილაში მოთავსებული ჰაერის ფასი 30 ფუნტ სტერლინგია.
"შანსი, რომ იყიდოთ გამარჯვებული ჰაერი, ცხოვრებაში ერთხელ გეძლევათ," - წერია ანოტაციაში.
თავდაპირველად აუქციონზე 20 ქილა იყო განთავსებული, საიდანაც 1 უკვე გაიყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისს ლესტერ სიტი პრემიერლიგის ჩემპიონი 132 წლიან ისტორიაში პირველად გახდა.
წყარო: Eurosport