13-14 მაისს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის 327 სპორტსმენი იასპარეზებს.
ასეთი დონის ტურნირს თბილისი პირველად მასპინძლობს და შეჯიბრი როგორც ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ჩატარდება.
ქართველ კარატისტებს დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა.