16 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
"ტაო" - საქართველოში ახალი სარაგბო კლუბი შეიქმნა

ქართულ სარაგბო ოჯახს კიდევ ერთი კლუბი შეემატა. სამცხე-ჯავახეთში რეგიონალური კლუბი ტაო დაარსდა.

კლუბის ბაზისა და ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ტაო ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებმა დააფუძნეს და ეს კლუბი პირველია, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ახალი გუნდის პრეზენტაციას რაგბის კავშირის პრეზიდენტი, გოჩა სვანიძეც დაესწრო

ტაოს ამბიციური გეგმები აქვს და უკვე წელს აპირებს საქართველოს პირველობაში ჩართვას.

 

სიუჟეტის ავტორი: დავით ერაძე

დღის ამბები