16 ნოემბერი 2024,   15:41
ვრცლად
მასობრივი დაპირისპირება არგენტინაში რაგბის მატჩის შემდეგ

არგენტინის რაგბის რეგინალურ ლიგაში დიდი ჩხუბი მოხდა, რომლის შედეგადაც ორი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრაში, სადაც სან ხუანის სარაგბო გუნდი პერსონალ ბანკ მენდოზას მასპინძლობდა, რეგიონის ტურნირის შემდეგ ეტაპზე გამსვლელი კლუბი უნდა გარკვეულიყო. მორაგბეებს შორის ჩხუბი მატჩის დასრულებისთანავე დაიწყო.ფიზიკურ დაპირისპირებაში სათადრიგო მოთამაშეები და გულშემატკივრებიც ჩაერთო.

ტურნირის ორგანიზატორებმა ფაქტს სამარცხვინო და სიმხდალის გამოვლინება უწოდეს.ბოლო ერთი თვის განმავლობაში არგენტინაში მეორე ხმაურიანი სკანდალი მოხდა - აპრილის დასაწყისში სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს მორაგბეს, რომელმაც წაქცეულ მეტოქეს სახეში ფეხი ჩაარტყა.

დღის ამბები