16 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
მაქს ვერსტაპენი - ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული

18 წლის ჰოლანდიელი მაქს ვერსტაპენი - ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.

ჰოლანდიელის გამარჯვება დიდწილად პირველივე წრეზე მერსედესის პილოტების ავარიამ განაპირობა, მაგრამ ეს მის მიღწევას სრულებითაც არ აკნინებს - რედ ბულის გუნდის პილოტმა, მთელი რბოლა უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ბოლო წრეებზე კი კიმი რაიკონენის შეტევებსაც გაუძლო.

საბოლოოდ, ვერსტაპენმა ბარსელონის 307 კილომეტრიანი ტრასის გავლას 1 საათი, 41 წუთი და 40 წამი მოანდომა და ესპანეთის გრანპრიც მოიგო. ფინიშთან მეორე მივიდა ფერარით,  კიმი რაიკონენი, ხოლო მესამე ადგილზე მისი თანაგუნდელი გერმანელი, სებასტიან ფეტელი გავიდა.

საერთო ჩათვლაში მერსედეს ბენცის გერმანელ პილოტს, ნიკო როსბერგს, 100 ქულით პირველი პოზიცია უკავია, მომდევნო საფეხურებზე კი რაიკონენი და ბრიტანელი ლუის ჰამილტონი დგანან. კონსტრუქტორთა დავში კი 157 ქულით მერსედესი პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიციაზე კი ფერარი (109) იმყოფება.

დღის ამბები