საკალათბურთო ევროლიგა მოსკოვის არმიის ცენტრალურმა სპორტულმა კლუბმა (ცსკა) მოიგო და ტურნირის 7 გზის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ შეხვედრაში რუსებმა თურქული ფენერბახჩე ოვერ ტაიმში 101:96 დაამარცხეს. ფინალური მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა, ცსკას ფრანგი გამთამაშებელი, ნანდო დე კოლო გახდა, რომელმაც 22 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა.
მესამე ადგილისათვის ბრძოლაში ყუბანის ლოკომოტივმა 85:75 დაამარცხა ლაბორალ კუჩა. გამარჯვებულთა რიგებიდან 25 ქულით, 6 პასითა და 6 მოხსნით ადამსი გამოირჩეოდა, ხოლო ესპანელთაგან 21 ქულითა და 5 მოხსნით დილეინია. მესმე ადგილისთვის შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ლაბორალ კუჩას ღირსებას იცავს.