16 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
კარლო ანჩელოტი - გვარდიოლა მალე გაწევრიანდება დათხოვნილი მწვრთნელების კლუბში

იტალიელმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ესპანელი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მალე გაწევრიანდება "დათხოვნილი მწვრთნელების კლუბში".

"მე ჩელსისთან ერთად ოქროს დუბლი შევასრულე, მაგრამ დამითხოვეს. მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგა მოვაგებინე, მაგრამ დამითხოვეს. არ არსებობს მწვრთნელი, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ დაკავებული თანამდებობიდან. ასეთი შემთხვევა ალექს ფერგიუსონს, მარჩელო ლიპის, ფაბიო კაპელოს და ჟოზე მოურინიოსაც კი ჰქონიათ. გვარდიოლამ კონტრაქტის ამოწურვამდე იმუშავა ბარსელონაში და მიუნხენის ბაიერნში, მაგრამ ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, მას წინ ბევრი დრო აქვს და აუცილებლად შემოუერთდება ჩვენს კლუბს - "დათხოვნილი მწვრთნელების კლუბს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

აღსნიშნავია, რომ სწორედ იტალიელი სპეციალისტი შეცვლის გვარდიოლას ბაიერნში. ესპანელი კი კარიერას სიტიში გაგრძელებს.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები