16 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ჟერალდ პიკემ კრიშტიანო რონალდოს პაროდია გააკეთა

ბარსელონას მცველმა, ჟერარლდ პიკემ, ჩემპიონობის ქალაქის ქუჩებში აღნიშვნის დროს, კრიშტიანო რონალდოს პაროდია გააკეთა. მესი და ლუის სუარესი კი პიკეს სამსახიობო ნიჭს აფასებდნენ.

პიკემ პორტუგალიელი ფეხბურთელის იმ ჟესტის გამეორე სცადა, რომელიც 2015 წლის 22 მარტს რონალდომ ბარსელონას კარში გოლის გატანის შემდეგ გააკეთა და კამპ ნოუს დამშვიდებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი გახდა და მადრიდის რეალს 1 ქულით გაუსწრო. რონალდო კი ბომბარდირთა დავაში ლუის სუარესთან დამარცხდა და სწორედ ურუგვაელი გახდება ოქროს ბუცის მფლობელი.

 

წყარო: Eurosport

დღის ამბები