ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს სლავიასა და პრიბრამს შორის 2 ნასვამი არბიტრი ემსახურებოდა.
მეოთხე მსაჯი, მარეკ პილნი, რომელიც სათადარიგო სკამთან იმყოფებოდა, გვერდითი რეფერის ქცევების ქცევებს იმეორება და მოედნის გასწვრივ დარბოდა. აღნიშნულმა ეპიზოდმა გულშემატკივრები ძალიან გაამხიარულა და ისინა ნასვამ მსაჯს შეძახილებით ამხნევებდნენ. საბოლოოდ, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მარეკ პილნი გასახდელში გაიყვანა.
ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებით კი აღნიშნული არბიტრები პროფესიონალურ დონეზე ვეღარ იმსაჯებენ.
წყარო: Eurosport