კარლო ანჩელოტიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში - "ფრთხილი ლიდერობა: გულის, გონებისა და მატჩების მოგების გზა", გარეთ ბეილთან დაკავშირებული წყენა გაიხსენა. ანჩელოტის თქმით, აგენტი გარეთის დავალებით მის ზურგს უკან მოქმედებდნენ.
"ერთხელ რეალის გენერალულმა დირექტორმა დამირეკა და ვარჯიშის შემდეგ შეხვედრა მთხოვა. ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის. შეხვედრაზე მან მითხრა, რომ მასთან ბეილის აგენტი იმყოფებოდა და ფეხბურთელისთვის პოზიციის შეცვლას მოითხოვდა. ცოტა ხნის შემდეგ კი აგენტი ფლორენტინო პერესთან მივიდა. მისი თქმით, ბეილი უფრო პროდუქტიული იქნებოდა თუ ცენტრთან უფრო ახლოს ითამაშებდა და არა ფლანგზე.
მე პრეზიდენტს ავუხსენი, რომ აღნიშნულ საკითხს პირადად ბეილთან გავარკვევდი. ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტე ბეილთან მესაუბრა: "მე ვიცი, რომ შენი აგენტი პრეზიდენტს შეხვდა და რატომ პირდაპირ შენ არ მოხვედი ჩემთან და არ მითხარი შენი უკმაყოფილების შესახებ?" მან კი მიპასუხა - "დიახ, არ არის პრობლემა".
ბეილი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია და მას თავისი ძლიერი მხარეების გამოვლენაში ვეხმარებოდი. ვფიქრობ, რომ ფეხბურთი ბეილის აგენტზე და ფლორენტინო პერესზე უკეთ მესმის,“ - წერს იტალიელი მწვრთნელი თავის წიგნში.
კარლო ანჩელოტი მადრიდის რეალის მთავარ მწვრთნელად 2013-2015 წლებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით სამეფო კლუბმა ნანატრი მეათე თასი მოიგო. (იგულისხმება ჩემპიონთა ლიგა).
წყარო: Eurosport