ფრანგული პსჟ მზად არის მადრიდის რეალს ხამეს როდრიგესის ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სამეფო კლუბი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არაა. კოლუმბიელი ნახევარმცველის შეძენით კიდევ არსენალი, იუვენტუსი და მანჩესტერ იუნაიტედი ინტერესდებიან.
როდრიგესი სამეფო კლუბში 2014 წელს მონაკოდან 90 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კი 24 წლის ფეხბურთელს მცირე სათამაშო დრო ეძლევა.
წყარო: AS