16 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
დიეგო მარადონა ღმერთის როლში

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ, ერთ-ერთ კომერციულ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ღმერთის როლი შეასრულა.

მარადონა მიდის ადამიანთან, რომელიც ბიბლიურ პერსონაჟს ნოეს განასახიერებს და სთხოვს მას, რომ კიდობანის ნაცვლად საფეხბურთო მოედანი ააშენოს.

სტადიონის მშენებლობაში კი ცნობილი ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას და ბოლოს ახალ მოედანზე საფეხბურთო მატჩი იმართება. 

მარადონასთან ერთად რეკლამაში მადრიდის რეალისა და იუვენტუსის ფეხბურთელები მონაწილეობენ -  პეპე, ტონი კროოსი, კეილორ ნავასი, პატრის ევრა, ალექს სანდრო, ანდრეა ბარძალი.

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები