დღეიდან, ათასობით ჩილელი პროფესიონალი და მოყვარული ფეხბურთელელი მსოფლიოს ახალი რეკორდის დამყარებას ცდილობს.
სანტიაგოს 200 წლოვან სტადიონზე ჩილელები 5 დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად, 120 საათი, ფეხბურთს ითამაშებენ. ამ გრანდიოზულ და საინტერესო ექსპერიმენტში 3 ათასამდე ადამიანია ჩართული. მოქმედი რეკორდი ინგლისელებს ეკუთვნით, რომლებმაც ფეხბურთი 105 საათის განმავლობაში ითამაშეს.
გინესის რეკორდის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ ჩილეში და თამაშს აკვირდებიან.