"დამატებით წუთებზე გატანილი გოლი, რომელმაც დე ხეას ოქროს ხელთათმანის მოპოვების შანსი წაართვა," - ასე შეაფასა Eurosport-მა კრის სმოლინგის ავტოგოლი, რომელიც მანჩესტერ იუნაიტედის მცველმა ბორნუთთან შეხვედრაში მიითვალა.
შეხვედრის დამატებულ წუთებზე იუნაიტედი მეტოქეს 3:0 ამარცხებდა, თუმცა ერთ-ერთი ბოლო შეტევის დროს, სმოლინგმა საკუთარ კარში ბურთი ჩაჭრა. შედეგად, ოქროს ხელთათმანის მფლობელი არსენალის მეკარე, პიტერ ჩეხი გახდა, რომელის ანგარიშზეც 16 მშრალი შეხვედრაა.
დე ხეას კი პრემიერლიგის 2015-2016 წლების სეზონში 15 მატჩში არ ჰქონდა გოლი გაშვებული. ანალოგიური შედეგი ლესტერის მეკარემ, კასპერ შმეიხელმა და ჯო ჰარტმა დააფიქსირეს.
წყარო: Eurosport