შვეიცარიაში, ბაზელის სტადიონზე ევროპა ლიგის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ლივერპული და ტურინირის შარშანდელი გამარჯვებული სევილია დაუპირისპირდნენ.
ანგარიში 38-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა გახსნა და პირველი ტაიმი ლივერპულის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრის მე-16 წამზე კევინ გამეორიმ წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ სევილია ფლობდა სათამაშო უპირატესობას და ესპანელებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს ინგლისელთა კარის აღება. დუბლი კოკემ შეასრულა. 1:3 სევილიას სასარგებლოდ და ანდალუსიური გუნდი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული, რაც ისტორიაში უნიკალური შედეგია.
ევროპაში წელსაც ესპანური კლუბები დომინირებენ და წელსაც ესპანური სუპერთასი გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული დერბი გაიმართება. ატლეტიკო-რეალის შეხვედრა 28 მაისს შედგება.
ვიდეო: Goalsarena.org