მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა, ლიონელ მესის და კრიშტიანო რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა. შოტლანდიელის თქმით, რონალდო შეიძლება სტოკპორტ ქანთრის შემადგენლობაში თამაშობდეს, თუმცა მაინც მოახერხებს ჰეთ თრიკის შესრულებას.
"საინტერესოა, რომ ამდენი გვესმის რონალდოზე და მესიზე. არგენტინელი შესანიშნავი ფეხბურთელია, გამორჩეული ბურთის კონტროლით, მაგრამ ჩემთვის მაინც არის განსხვავება- მესი თავიდან ბოლომდე ბარსელონას ფეხბურთელია, მაგრამ რონალდო შეიძლება სტოკპორტ ქანთრის შემადგენლობაში თამაშობდეს, თუმცა ის მაინც მოახერხებს ჰეთ თრიკის შესრულება. პორტუგალიელს ყველაფერი სრულყოფილი აქვს - მას შეუძლია ორივე ფეხით შესანიშნავად დაარტყას, თავით თამაში კიდევ ერთი უპირატესობაა და მისი ტვინი ლომის მსგავსად მუშაობს. მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელობის პერიოდში ბევრ საუკეთესო ფეხბურთელთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ რონალდო ყველაზე მეტად მიისწრაფოდა წარმატებისკენ. დღესაც კი რონი ცდილობს მსოფლიოში საუკეთესო იყოს,"- განაცხადა ფერგიუსონმა.
შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედში ფერგიუსონი რონალდოს 2003-2009 წლებში წვრთნიდა და მადრიდის რეალის ლიდერი შოტლანდიელს "საფეხბურთო მამას" ეძახის.
წყარო: Eurosport