NBA-ს ფლეი ოფის სერიის მეორე შეხვედრაში გოლდენ სტეიტ ვორიორსსა და ოკლაჰომა სიტის შორის საერთო ანგარიში გათანაბრდა.
მასპინძლებმა 118:91 მოიგეს. ყველაზე შედეგიანი 29 ქულითა და 6 მოხსნით სტუმართა გუნდის ლიდერი, კევინ დურანტი იყო. გამთამაშებელმა რასელ ვესტბრუკმა კი 16 ქულა და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
გოლდენ სტეიტის უკანახაზელმა სტეფან კარიმ 28 ქულა დააგროვა, მისმა თანაგუნდელმა კლეი ტომპსონმა კი - 15.