16 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
სუს-ის თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გინესის რეკორდი დაამყარა.

იოსებ კობახიძემ ორძელზე ვარჯიშში ბრიტანელი რეკორდსმენის მიერ დამყარებული მიღწევა მოხსნა. კობახიძემ ერთი წუთის განმავლობაში 45 კგ. ტვირთით 34 აზიდვა შეასრულა.

იოსებ კობახიძისთვის ეს უკვე მეორე ასპარეზობაა, პირველი რეკორდი მან გასულ წელს წოლბჯენში აზიდვების შესრულებაში დაამყარა.

დღის ამბები