თურქეთის პლეი ოფის მეოთხედფინალურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი, დარუშაფაკა სერიის პირველ მატჩში ბანვითს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 77:76 დაამარცხა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა მოედანზე 21:39 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 3 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა.
სერიის მეორე შეხვედრა ბანვითის მოედანზე 19 მაისს გაიმართება.
წყარო: GBF.ge