მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვალდაბესას სამწვრთნელო ბაზაზე სრული შემადგენლობით ვარჯიშობს.
ზინედინ ზიდანის გუნდის ლიდერები სრულ მზადყოფნაში არიან და მეთერთმეტე თასის მოსაპოვებლად ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 28 მაისს მილანში გაიმართება და სამეფო კლუბის მეტოქე დიეგო სიმეონეს მიერ მომზადებული ატლეტიკო იქნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში როხიბლანკო რეალისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა.
წყარო: მადრიდის რეალის Facebook-ის გვერდი.